|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაღდათში სასწრაფო დახმარების ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა

ბაღდათის მუნიციპალიტეტი სასწრაფო დახმარების გარეშეა დარჩენილი. კორონავირუსი სასწრაფო დახმარების ექიმის გარდაცვალების მიზეზი გახდა.

როგორც  ადგილობრივები აცხადებენ, 45 წლის ქალს ვირუსი ცოტა ხნის წინ დაუდასტურდა. 

სასსწრაფო დახმარების ექიმების ნაწილი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი,  ნაწილი კი მკურნალობას ბინაზე აგრძელებს. 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბაღდათის სერვისცენტრში აცხადებენ, რომ ინფიცირებული  ქალი მკურნალობის კურსს თბილისში გადიოდა. ის ჭარბწონიანობის გამო რისკჯგუფში შედიოდა და მდგომარეობის დამძიმების გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.35%
გაუარესდა - 50.51%
არ შეცვლილა - 14.14%
სულ - 99 ხმა