|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

5-6 ოქტომბერს ქუთაისში ევროპული მემკვიდრეობის დღეები გაიმართება

5-6 ოქტომბერს ქუთაისი უკვე ტრადიციად ქცეულ ევროპის მემკვიდრეობის დღეებს უმასპინძლებს, რომლის ფარგლებში სხვადასხვა სახის კულტურულ -გასართობი ღონისძიებები გაიმართება.

ღონისძიების ფარგლეებში  ვერიკოს სკვერში დილის 12 სთ-დან გაიხსნება ფოტოგამოფენები, ახალგაზრდა მხატვრები ადგილზე დახატავენ ევროპის დედაქალაქებს ვიზიტორების ჩართულობით, ბაღში მოსულ პატარებს ევროპელი საბავშვო მწერლების გმირები დახვდებიან და მათთან ერთად ფოტოს გადაღების საშუალებაც მიეცემათ. სკვერშივე, დილიდან ევროპული სიმღერების საესტრადო კონცერტი გაიმართება კახა გრძელიშვილის სტუდიის ბავშვების მონაწილეობით.

ევროპული მემკვიდრეობის დღეებში ქუთაისის ა. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიც ჩაერთვება, რომელიც მისივე მეცნიერების წიგნების გამოფენას წარმოადგენს. ევროპული დღეების ღონისძიებებს დ. კაკაბაძის სახვითი ხელოვნების გალერეა ევროპელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენით შეუერთდება.
5 ოქტომბერს, დღის ბოლოს, ევროპული დღეები ქუთაისში არსებულ იტალიურ სახლში დასრულდება, სადაც კონცერტს ჩაატარებენ ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის, მ. ბალანჩივაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო და ა. ვასაძის სახ. ფოლკლორის სასწავლებლის აღსაზრდელები .

 6 ოქტომბერს, ევროპის მემკვიდრეობის დღეების ფარგლებში , კულტურული ღონისძიებებით დატვირთული იქნება ზ. ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი. აქ დილის 12 სთ-დან ქართულ-პოლონური ურთიერთობების შესახებ ლექცია -შეხვედრა გაიმართება. ( მომხსენებლები : მ. აშვეთია, ე. თავბერიძე, ს. შალიკიანი ). ლექციის დასრულების შემდეგ კი სტუმრებს საშულება მიეცემათ ქართველ შინდლერად წოდებული თეოლოგიის, ფილოსოფიისა და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის მოღვაწეობისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმი იხილონ.( პოლონელი რეჟ: ერჯი რუბახი).

ევროპული მემკვიდრეობის დღეები კულტურულ ღონისძიებათა ყველაზე მასშტაბური და პოპულარული ციკლია ევროპაში, რომლის ფარგლებში ევროპის კულტურული კონვენციის ხელმომწერ 50 ქვეყანაში ყოველწლიურად 70 000 ზე მეტი ღონისძიება ტარდება და მასში 30 მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობს.
ევროპის დღეები ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი წამოწყებაა და სახალხო ინიციატივის უნიკალური მაგალითია, რომელშიც ევროპის მილიონობით მოქალაქეა ჩართული.

ევროპული დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქუთაისში ა(ა)იპ "ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების" ორგანიზებით ჩატარდება.

პროგრამა :

ფოტოგამოფენა - „არგონავტიკიდან ევროკავშირისკენ“ -
12:00 სთ . ვერიკოს სკვერი

 გ. მაისურაძის სამხატვრო სკოლის ბავშვების მიერ ფერწერული ნამუშევრების შესრულება, თემა - „ევროპის დედაქალაქები“ - 12:00 სთ . ვერიკოს სკვერი

ა. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერების წიგნების გამოფენა - 12:00 სთ . ვერიკოს სკვერი

ნიღბების თეატრის გმირების მსვლელობა - 12:00 სთ . ვერიკოს სკვერი

ევროპული საესტრადო მუსიკის კონცერტი - 12:00 სთ . ვერიკოს სკვერი

გამოფენა დ. კაკაბაძის სახვითი ხელოვნების გალერეაში - „ევროპელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა“ - 12:00 სთ . ვერიკოს სკვერი

 გამოფენა - " ქუთაისელი კათოლიკები - სარკმელი ევროპისკენ" - 17:00 სთ. ზ. ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი

იტალიურ სახლში გაიმართება ევროპული დღეებისადმი მიძღვნილი კონცერტი -19:00 სთ. იტალიური სახლი .ნიუპორტის ქუჩა #12

6 ოქტომბერი

ქართულ - პოლონური ურთიერთობები - ლექცია-შეხვედრა
(მომხსენებლები: მ.აშვეთია, ე.თავბერიძე, ს.შალიკიანი) - 12:00 სთ. ზ. ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი

 ფილმის ჩვენება - ქართველ შინდლერად წოდებული თეოლოგიის,ფილოსოფოსისა და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის მოღვაწეობისადმი მიძღვნილი ერჯი რუბახის დოკუმენტური ფილმი - 13:00 სთ. ზ. ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა