|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"6 დღე საკანში მაწამეს, ფაქტობრივად, უჭმელი ვიჯექი"-ვახტანგ რობაქიძე

დეპუტატ ანრი ოხანაშვილის საქმეზე ბრალდებულმა ვახტანგ რობაქიძემ სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო უკვე დატოვა.

როგორც რობაქიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, ექსპერტიზის ბიუროში სხეულზე ვიზუალური დათვალიერების დროს ხელზე დაზიანება დაფიქსირდა.

როგორც რობაქიძე ამტკიცებს, რომ აღიარებითი ჩვენების მისაღებად მასზე ზეწოლა განახორციელეს.

"რამოდენიმეჯერ ვცადე ალკო ტესტში ჩაბერვა, თუმცა შკალები არ ივსებოდა და ამ დროს გაღიზიანებულმა პირმა მუცელში ჩამარტყა. დამეწყო სისხლდენა და მოვითხოვე სასწრაფო, თუმცა არ გადამიყვანეს საავადმყოფოში. უამრავი ადამიანი ცდილობდა ზეწოლას, რომ აღიარებითი ჩვენება მიმეცა. 6 დღე საკანში მაწამეს, ფაქტობრივად, უჭმელი ვიჯექი," - განაცხადა ვახტანგ რობაქიძემ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, დეპუტატი ბაკურიანში, ანრი ოხანაშვილი ერთ-ერთ რესტორანში ოჯახთან ერთად ვახშმობდა, რა დროსაც ვახტანგ რობაქიძესა და ოხანაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

რობაქიძე სამართალდამცავებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მას 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

ამასთან, ვახტანგ რობაქიძეს ანი ოხანაშვილის საქმეზე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე და 239-ე მუხლებით წარუდგენეს, რაც მუქარასა და ხულიგნობას გულისხმობს.

ავტორი: ნიუპრესი