|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დღეიდან დახურულ სივრცეებში ღონისძიებების გამართვა ნებადართული ხდება

დღეიდან დახურულ სივრცეებში შესაძლებელი ხდება გამოფენების, ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება,  ასევე სასწავლო პროცესი განახლდება პროფესიულ კოლეჯში.

საკონსულტაციო საბჭოს მიერ თავდაპირველად გაწერილი გეგმის მიხედვით, 6 ივლისს შეზღუდვების მოხსნის  ბოლო ეტაპი უნდა ყოფილიყო,  რომლის თანახმადაც უნდა გაიხსნას გასართობი, სპორტულ გამაჯანსაღებელი, შემოქმედებითი საქმიანობა; აზარტული და სხვა მომგებიანი სათამაშო ბიზნესი; სასტუმროები; საგანმანათლებლო საქმიანობა; ყველა სხვა საქმიანობა არადისტანციურ რეჟიმში. 

თუმცა შეზღუდვების გარკვეული ნაწილი  ჯერ კიდევ ძალაში რჩება,  არ გახსნილა სპორტული დარბაზები, ასევე არ მომხდარა საერთაშორისო ფრენების აღდგენა. 

რაც შეეხება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას, ამ დროისათვის საქართველო მწვანე ზონის სტატუსს ინარჩუნებს, ახალი შემთხვევები მხოლოდ იმპორტირებულია და შიდა გადაცემა არ ფიქსირდება.

 

ავტორი: ნიუპრესი