|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

500 სამუშაო ადგილი- ქუთაისში დასაქმების ფორუმი 6 სექტემბერს გაიმართება

 ქუთაისში დასაქმების ფორუმი 6 სექტემბერს გაიმართება, სადაც  სამუშაოს მაძიებლებს 30-მდე კომპანია 500 - ზე მეტ ვაკანსიას შესთავაზებს.

ფორუმში მონაწილეობას რეგიონში მოქმედი სხვადასხვა კომპანია მიიღებს. სამუშაო ადგილები სამომხმარებლო, საბანკო-საფინანსო, ტურიზმისა და სამშენებლო სფეროებიდან იქნება წარმოდგენილი.

 ფორუმის მიზანია სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები, ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად დაუკავშირდნენ ერთმანეთს, რაც ხელს შეუწყობს შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული დისბალანსის აღმოფხვრას.

 სამუშაოს მაძიებლებს საშუალება გაქვთ ადგილზე გაიაროთ რეგისტრაცია და მიიღოთ ნებისმერი ინფორმაცია შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიების თაობაზე.

 დასაქმების ფორუმს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სოციალური მომსახურების სააგენტო დასაქმების პროგრამების დეპარტამენტთან ერთად, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიათან პარტნიორობით გამართავს.

ფორუმი სასტუმრო "ბაგრატში" გაიმართება. მისამართი: წერეთლის ქუჩის მე-2 ჩიხი #2.

ფორუმის დასაწყისი: 14.00 საათი.  

ღონისძიების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის საქალაქო განყოფილებას, ან დარეკოთ ცხელ ხაზზე 1505.

 სამუშაოს მაძიებელი უნდა დარეგისტრირდეს დასაქმების ელექტრონულ პორტალზე worknet.gov.ge. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა