|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

6 წელიწადში საქართველოს საზღვარი 12-მა "კანონიერმა ქურდმა" გადაკვეთა

საქართველოს ტერიტორიაზე 2006–დან 2012 წლამდე 12 „კანონიერი ქურდი“ შემოვიდა და გავიდა. აღნიშნულ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

საქართველოს საზღვარი 2008 წელს გადაკვეთეს,  „პაწუამ“   „თავამ“ და „ბოქსიორამ".

2009 წლის ოქტომბერში „ამირან ლანჩხუთსკიმ", „კობა სუხუმსკიმ", „რამაშკიჩიმ",„ძაგუნიამ“, ხოლო 2009 წლის მაისი ანთიმოზ ქ.

2010 წლის ივნისში   „ბეგომ“.

2011-2012 წლებში, „გოჩა რუსთავსკიმ“,"რამაზამ“ და  სულხან ჯ.

23 ივნისს, შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომ 2006-12 წლებში საქართველოში შემოსული და გასული „კანონიერი ქურდების“ შესახებ ინფორმაციას გამოაქვეყნებდა. მისივე თქმით, არაერთხელ გასაჯაროვდა იმ „კანონიერი ქურდების“ სია, რომლებმაც 2006-12 წლამდე სახელმწიფოს საზღვარი გადაკვეთეს, თუმცა მათგან არავინ დაუკავებიათ.

 შეგახსენებთ, საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც საქართველოს საზღვარი კანონიერმა ქურდმა, მეტსახელად "სვანმა" გადმოკვეთა, რომლის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გივი თარგამაძემ გაასაჯაროვა. კანონიერი ქურდი საზოგადოებაში ატეხილი ხმაურის შემდეგ დააკავეს.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა