|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, გასულ წელს 602 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2015 წლის განმავლობაში, საქართველოს ტერიტორიაზე 6 432 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა.

სტატისტიკის მიხედვით, აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით 440 შემთხვევით მეტია.

2014 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი 5992 იყო, 2013 წელს- 5510, 2012 წელს კი, 5359.

რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობას, 2015 წლის განმავლობაში, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 602 ადამიანი გარდაიცვალა; აქედან,28 ბავშვია.  წინა წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელიც გაზრდილია. ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, 2014 წელს 21 მოზარდი გარდაიცვალა.  დაშავებული ბავშვების რაოდენობა კი, 2014 წელს - 839, ხოლო 2015 წელს 912 იყო.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მთელი საქართველოს მასშტაბით, 2015 წელს 160 ქვეითად მოსიარულე დაიღუპა, 1998 დაშავდა; 2014 წელს- 145 დაიღუპა, 1993 დაშავდა; 2013 წელს -125 დაღუპული და 1687 დაშავებული იყო, ხოლო 2012 წელს კი - 160 დაღუპული და 1509 დაშავებული.
აქედან, დედაქალაქში 2015 წელს, ავტოავარიით 90 ადამიანია დაღუპული, 3834 ადამიანი დაშავდა.

შსს-ს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევ მიზეზებად: არასწორი მანევრი, სიჩქარის გადაჭარბება, არაფხიზელი მდგომარეობა  და ქვეითების მონაწილეობა სახელდება.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი