|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზაზა მეფარიშვილი: "ბიძინა ივანიშვილი იმსახურებს, მასთან კონსულტაციები იმართებოდეს“

იმერეთის ყოფილი გუბერნატორი მის წინააღმდეგ გავრცელებულ ბრალდებებსა და ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის საჭიროებაზე საუბრობს. მეფარიშვილმა ივანიშვილს შეხვედრის თხოვნით ღია წერილით სოციალურ ქსელში მიმართა. დღეს კი მან ტელეკომპანია „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა. იმერეთის გუბერნატორმა აღნიშნა, რომ ივანიშვილი იმსახურებს, მასთან კონსულტაციები იმართებოდეს.

ვიდრე გუბერნატორი ვიყავი, ჩემი მხრიდან შეხვედრის მოთხოვნა თანამდებობის მაძიებელი ადამიანის ქმედება იქნებოდა. ახლა კი ვფიქრობ, შემიძლია ვითხოვო თქვენთან შეხვედრა, ვინაიდან საქმე პირველ რიგში ეხება ჩემს ოჯახს, ჩემს სახელს და მხოლოდ მერე ჩემს მიერ განხორციელებული საქმიანობის ობიექტურ შეფასებას.

როგორც ამიხსნეს, ბოლო პერიოდში თქვენამდე მოტანილი იქნა უარყოფითი შეფასებები ჩემი მოღვაწეობის შესახებ. მერწმუნეთ, რომ ეს აბსოლუტურად ტყუილი და უსაფუძვლოა და პირდაპირ გეტყვით: ეს არის პირადი ინტერესების მქონე ადამიანების გამიზნული ქმედება, - საერთო საქმის კეთილდღეობისა და პატიოსნად წარმართვის საწინააღმდეგოდ.

ტრაბახად არ ჩამითვალოთ, მაგრამ ამ ურთულეს გარდამავალ პერიოდში, ვფიქრობ, რომ ორივე თანამდებობაზე ყოფნისას შევძელი სახელმწიფოებრივად მეაზროვნა და საერთო საქმე სწორად წარმემართა. ამაზე შედეგებიც მეტყველებს და იმედია, იტყვიან, რომ როგორც სუსის დასავლეთის სამმართველო, ისე იმერეთის რწმუნებულის ადმინისტრაცია ერთერთი წარმატებული იყო სხვა, ანალოგიურ სტრუქტურულ ერთეულებთან შედარებით,“–აღნიშნავს ზაზა მეფარიშვილი მიმართავში.

მეფარიშვილი წუხილს იმის გამოც გამოთქვამს, რომ ის მოთხოვნადი საქმის მოწესრიგებამდეა. როგორც ჩანს, მე მოთხოვნადი ვარ მანამ, სანამ საქმეს მოწესრიგება სჭირდება"–აღნიშნავს მეფარიშვილი.

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა