|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში პატრული ქვეითად მოსიარულეებს აჯარიმებს

 ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე საპატრულო პოლიციის მიერ მოქალაქეების დაჯარიმების ფაქტი მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი ხდება. როგორც მოქალაქეები აცხადებენ, დღეს საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები ფეხით მოსიარულეებს გზის არასწორად გადაკვეთის გამო 10 ლარით აჯარიმებენ, მძღოლებს კი, რომლებიც ზებრა გადასასვლელეზე მოქალაეებს გზას არ უთმობენ 20 ლარით ჯარიმდებიან. როგორც მოქალაქეები აცხადებენ, მათ ამის შესახებ ინფორმაცია უნდა ჰქონოდათ. „თუკი არასწორად გადაკვეთის გამო გვაჯარიმებენ, ამის შესახებ ინფორმაცია უნდა გვქონოდა. რამდენიმე მოქალაქე დააჯარიმეს. ჩასვეს მანქანაში, კითხეს სახელი და გვარი და ჯარიმა გამოუწერეს. გვესმის, რომ აუცილებელია მოძრაობის მოწესრიგება, მაგრამ ამ ქალაქში, სადაც საგზაო ნიშნები არ არის მოწესრიგებული, მოსახლოებისგან რას ითხოვენ?“–განაცხადა ზაირა იობიძემ.
 ჭავჭავაძის გამზირზე გზის დახაზვა რამდენიმე დღის წინ მოხდა. რაც შეეხება სხვა ქუჩებს,  ამ დრომდე მოუწესრიგებელი რჩება. როგორც კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა მალხაზ ბასილაძემ განაცხადა, აღნიშნული სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 100 000 ლარია გამოყოფილი. "სამუშოები რომ არ დაგვიანდეს, მას   სპეციალური სერვისების აიპის გადავცემთ, რომელიც გზების დახაზვას და შუქნიშნების დამონტაჟებას უზრუნველყოფს",-აღნიშნა ბასილაძემ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი