|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

750 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია წყალტუბოს განვითარების პროექტის ფარგლებში (R)

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ცოტნე ზურაბიანმა წყალტუბოში მაღალი დონის ბალნეოლოგიური, გამაჯანსაღებელი ცენტრი "Be Healthy" დაათვალიერა. კანდიდატმა ცენტრის თანამშრომლებთან ვიზიტის დროს აღნიშნა, რომ წყალტუბო იქცევა სამედიცინო და სპა ცენტრად აღმოსავლეთ ევროპაში. 

"წყალტუბოს განვითარების პროექტის ფარგლებში, ქალაქი იქცევა სამედიცინო და სპა-ცენტრად აღმოსავლეთ ევროპაში. მოსალოდნელი ინვესტიციების ჯამური მოცულობაა 750 მლნ აშშ დოლარი" - განაცხადა ცოტნე ზურაბიანმა.

მისივე თქმით წყალტუბო იმსახურებს იყოს ყველასგან გამორჩეული კურორტი და ბალნეოლოგიური ცენტრი.

შეგახსენებთ, რომ "BE HEALTHY" წყალტუბოში 2015 წელს გაიხსნა და მაღალი დონის ბალნეოლოგიური, გამაჯანსაღებელი ცენტრია.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა