|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ომარ ნიშნიანიძე: "კვლავ აგუგუნდება "პარახოდი" რიონზე"

სოციალურ ქსელში პარლამენტარი ომარ ნიშნიანიძე წერს, რომ მალე დადგება ის დრო,  როცა რიონზე გემები იმოძრავებენ. მისი თქმით, რიონის სანაოსნო მდინარედ გადაქცევის იდეით უცხოელი ინვესტორები დაინტერესდნენ. როგორც პარლამენტარმა "ნიუპრესს" განუცხადა, შესაძლებელია, რიონზე გემებმა როგორც ტვირთის გადაზიდვის, ასევე ტურისტული მიზნებითაც იმოძრაონ: "ჩვენ ამ თემაზე სხვადასხვა დროს  საუბარი გვქონდა იაპონიის საელჩოსთან, ასევე ჩინელებთან.  "აზიის განვითარების ბანკი" დაინტერესებულია „აბრეშუმის გზის“ გასწვრივ სამგზავრო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით.  გუშინ ამ თემაზე ვისაუბრეთ იმერეთის გუბერნატორთან, თუმცა ამ ეტაპზე მეტ დეტალებზე საუბარი არ მინდა",-აცხადებს ნიშნიანიძე. მისი თქმით, ჯერ არ იცის ეს იდეა რეალობად როდის იქცევა, თუმცა იმედს არ კარგავს, რომ მას ასრულება უწერია. "საბოლოოდ, ყველა ოცნება სრულდება",-აცხადებს ომარ ნიშნიანიძე.

"ეს იდეა სასაცილოდ აიგდეს, თუმცა ეს არის ნიკო ნიკოლაძის იდეა, რომელსაც სურდა რიონი სანაოსნო მდინარე ყოფილიყო.  "არგონავტების მითის" სახით ქვეყანას აქვს ბრენდი, რომელიც გამოუყენებელია. ვარციხეში, რიონის სანაპიროდან  იშლება უნიკალური ხედი, კავკასიონისა და ხვამლის მთის სახით, რომლის ნახვა ტურისტებს ნამდვილად დააინტერესებთ",-განუცხადა ნიშნიანიძემ "ნიუპრესს".

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა