|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტმა "მთის კანონი" დაამტკიცა

პარლამენტმამაღალმთიანი რეგიონების შესახებკანონში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტი ძალაში 2016 წლის პირველი იანვრიდან შევა.

ცვლილებების მიხედვით, შეიქმნება მთის ეროვნული საბჭო, რომელსაც პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს.

კანონპროექტის თანახმად, მთის მოსახლეობა გარკვეული პრივილეგიებით ისარგებლებს. მათ შორის იქნება პენსიონერებისთვის პენსიის 20%-ით გაზრდა, ასევე დანამატები მოსახლეობისთვის.

იგეგმება საშემოსავლო გადასახადისგან მოსახლეობის გათავისუფლებაც.  საერთო ჯამში, ამ მიზნით მომავალი წლის ბიუჯეტში დამატებით 60 მილიონი ლარი უნდა იყოს გამოყოფილი.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა