|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

8 მარტს ქუთაისში აქცია გაიმართება

8 მარტს ქუთაისში აქცია გაიმართება. აქციის წევრები ქალთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გამართული აქციის მიზანია, ქვეყანაში შექმნილი მძიმე გენდერული დისბალანსის შემსუბუქება.

"ხშირ შემთხვევაში ქალთა უფლებების დარღვევა ცუდად მთავრდება და  ფატალური შედეგის მომტანია საზოგადოების ნებისმიერი ფენისთვის.  გამოვუცხადოთ ბრძოლა დისკრიმინაციას  და მხარი დავუჭიროთ ქალებს, რათა დავიცვათ ჩვენი უფლებები.  ბოლო პერიოდში იმატა მედიის დახმარებით  ძალადობრივი ფაქტების გაშუქებამ, შესაბამისად, უფრო ნათელი გახდა ქალთა ის მდგომარეობა, რომლის ატანაც უწევს ქალებს", -აცხადებენ ორგანიზატორები.

აქცია ცენტრალურ მოედანზე 14:00 საათზე გაიმართება.

ავტორი: ნიუპრესი