|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

8 მედალი კარატეში

წარმატებულად დაიწყო საქართველოსთვის გიმნაზიადა 2016: 1 ოქრო! 5 ვერცხლი! 2 ბრინჯაო!

პირველად, საქართველოს ისტორიაში, ჩვენი ქვეყნის სკოლის მოსწავლეები, მონაწილეობას იღებენ  ISF-ის  2016 წლის მსოფლიო სასკოლო გიმნაზიადაში, რომელიც 1972 წლიდან ტარდება და საასპარეზო  დებიუტიც  მედლებით დაგვირგვინდა!

კარატეს სახეობაში საქართველომ გიმნაზიადაზე 8 მონაწილე წარადგინა სხვადასხვა წონით კატეგორიაში და რვავემ მედალი  აიღო!

წინ არის, ჯერ კიდევ შეჯიბრი ძიუდოს სახეობაში, რომელშიც საქართველო 2 მონაწილეს წარადგენს და ჭიდაობის თავისუფალი  და  ბერძნულ-რომაულის  სახეობებში, რომლებშიც კიდევ 4 ქართველი იასპარეზებს. რა თქმა უნდა აქაც, დიდი მოლოდინებია და წარმატება ვუსურვოთ  ჩვენს ახალგაზრდებს.

მსოფლიო ჩემპიონები  საქართველოში 18 ივლისს დაბრუნდებიან ტრაპზონიდან. 

   

 

 მოკლე ინფორმაცია ოლიმპიადის შესახებ: 

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა2015 წლიდან ტარდება და ყოველწლიური ხასიათი აქვს. ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყანაში მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობისა და ახლგაზრდობის ჩართულობის მონაცემთა ზრდის თვალსაზრისით. და მისი მიზანია ბავშვობიდანვე გააღვივოს სპორტისადმი სიყვარული, გამოავლინოს ნიჭიერი ახალგაზრდები და მოამზადოს ისინი დიდი სპორტისთვის. ოლიმპიადა იმართება მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში, საქართველოს კერძო და საჯარო სკოლების გუნდებს შორის.

2016 წლის ოლიმპიადაში მონაწილეობას იღებს 1200 სკოლის 6000-ზე მეტი გუნდი, რაც უპრეცედენტოა თავისი მასშტაბებით და სამომავლოდ კიდევ უფრო მეტ მოსწავლეს აქვს მონაწილეობის სურვილი.

პროექტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაცია, საერთაშორისო სასკოლო სპორტის ფედერაცია ISF-ის წევრია და ოლიმპიადაზე გამარჯვებული სკოლის გუნდები, პირველად საქართველოს ისტორიაში, მიემგზავრებიან მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატებზე. აღნიშნული უფრო ამაღლებს ბავშვების მოტივაციას, რომ ჩაერთონ ოლიმპიადაში.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ტარდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით.

 

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა