|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

80 წელს გადაცილებული პედაგოგი სკოლაში მუშაობის უფლებას ითხოვს

80 წელს გადაცილებული პედაგოგი სონია ლომთაძე უკვე რამდენი წელია დადის უწყებიდან უწყებას შორის და  სკოლაში სასამართლოს ძალით დადასტურებულ  მუშაობის უფლებას ითხოვს.

მან წერილით მიმართა თითქმის ყველა უმაღლესი თანამდებობის პირს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მისი საქმის შესახებ იციან პროკურატურაში, სასამართლოში, ახლახანს მან მისი საქმით დაინტერესებისათვის პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა. "ნიუპრესის" საშუალებით მას მკითხველი უკვე იცნობს.  2 წლის წინ  # 33 საჯარო სკოლის დირექტორს მარინა ისკაკოვას,  რომელმაც გაათავისუფლა სკოლიდან, სადაც 49 წელი იმუშავა, სასამართლოში უჩივლა. 

სასამართლომ მარინა ისკაკოვას გადაწყვეტილება კანონშეუსაბამოდ ცნო და მას სონია ლომთაძის სამსახურში -უწინდელ ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დააკისრა. ისკაკოვამ სასამართლოს აღმასრულებელს აცნობა სონა ლომთაძის სამსახურში აღდგენის შესახებ, თუმცა როგორც ლომთაძე მიიჩნევს, სინამდვილეში სკოლის დირექტორმა სასაამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ აღასრულა.

როგორც სონია ლომთაძე აცხადებს, ამით დაიწყო მისი შეურაცხყოფისა და დამცირების მეორე ეტაპი. ის 12 საათის ნაცვლად აღადგინეს 4 სამუშაო საათზე, რის შემდეგაც ლომთაძემ  სასამართლოს სააღსრულებო ბიუროს მიმართა, სადაც გაირკვა, რომ დირექტორმა აცნობა ლომთაძის სამსახურში აღდგენის თაობაზე. ლომთაძე აცხადებს, რომ ისკაკოვამ ბიუროს ყალბი დოკუმენტი მიაწოდა, სადაც ეწერა, რომ ლომთაძე უწინდელ და ტოლფას სამუშაოზე აღადგინა.

ლომთაძემ კვლავ მიმართა სასამართლოს, თუმცა ამჯერად მისი მოთხოვნა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

 როგორც სონია ლომთაძე აღნიშნავს, ამ ფაქტის შემდეგ დირექტორმა არა მხოლოდ პედაგოგები, არამედ მოსწავლეები დაუპირისპირა.

სონია ლომთაძე სკოლის დირექტორს დევნაში ადანაშაულებს.

საკითხის შესახებ ინფორმირებულია განათლების რესურს ცენტრი. ბადრი ვაშაკიძის თქმით,  საკითხის გარკვევა  სასამართლოს პრეროგატივაა და მის კომპეტენციაში არ შედის.

რაც შეეხება თავად ისკაკოვას, ის არ თვლის, რომ საკითხთან დაკავშირებით ვინმეს ანგარიში უნდა ჩააბაროს. "იაროს და იყოს"- განაცხადა მან ჩვენთან სატელეფონო საუბარში.  

 

ამ თემაზე: 

79 წლის პედაგოგი სკოლის დირექტორს დევნაში ადანაშაულებს

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა