|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

9-12 თებერვალს საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9-12 თებერვალს საქართველოში ამინდი გაუარესდება.

 დღეს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. აღმოსავლეთ საქართველოში კი ნალექია მოსალოდნელი, უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა დღისით 0, +5 გრადუსი იქნება.

საქართველოში ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და დროგამოშვებით თოვლიანი ამინდი 13 თებერვლამდე შენარჩუნდება.

10-12 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +2 , +7 გრადუსი იქნება.

სინოპტიკოსები 10-12 თებერვალს დედაქალაქში მცირე თოვლს პროგნოზირებენ.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი