|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

9 აპრილის მემორიალი ცენტრალურ ბულვარში გადაინაცვლებს

ქუთაისში 9 აპრილის მემორიალი, შესაძლოა,  ცენტრალურ ბულვარში განთავსდეს.

საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის კომისიის თავმჯდომარის,   ირმა პეტრიაშვილის განცხადებას საკრებულოსა და მერის თანხმობა მოყვა.

პეტრიაშვილის თქმით, მემორიალის მიმდებარედ რესტორნის გახსნა დაღუპულთა ხსოვნას შეურაცხყოფს. მან საკრებულოს მიმართა, რომ მოხდეს ძეგლის გადატანა.

მემორიალის მიმდებარედ ღია რესტორნის გახსნის ნებართის გაცემისგან პასუხისმგებლობას იცილებს ქუთაისის მერი. შოთა მურღულიას განცხადებით, მათ მემორიალის ახლოს ინვენტარის განთავსებაზე ნებართვა არ გაუციათ და ზედამხედველობის სამსახურის მიერ საკითხის შესწავლა კიდევ ერთხელ მოხდება.

მურღულიამ ძეგლის ახალი ადგილსამყოფელის შესახებაც ისაუბრა, მისი განცხადებით, ცენტრალურ ბულვარში არის ორი ადგილი სადაც, შესაძლებელი იქნება ძეგლის განთავსება.

შესაძლოა ადგილზე მეორე სამამულო ომში, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაღუპული გმირების მემორიალების გაერთიანება.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა