|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"90-იანი წლები დაბრუნდა" - ქუთაისში მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად ქუჩაში საბურავები დაწვა

ქუთაისში, გუშინ "სოკარ გაზში" მომხდარი ავარიის შემდეგ დაახლოებით 12 000 აბონენტს ბუნებრივი აირი არ ამ დრომდე მიეწოდება. ბუკიას ქუჩის მცხოვრებლებმა პროტესტის ნიშნად ქუჩაში საბურავები დაწვეს და გასათბობად ცეცხლი დაანთეს.

"90-იანი წლები დაბრუნდა და ამიტომ გადავწყვიტეთ ამ ფორმით გავთბეთ,  ორი დღეა არც ბუნებრივი აირი და არც ელექტეონერგია არ მოგვეწოდება. ღია ცეცხლთან გასათბობად ბავშვებიც გამოვიყვანეთ"- განაცხადეს ადგილობრივებმა.

ქუთაისში ბუნებრივი აირის მიწოდება გუშინ შეწყდა. აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიაც არ მიეწოდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა