|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის ააიპ "სპეციალური სერვისების" უფროსმა, შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს

ქუთაისის მერიის ააიპ "სპეციალური სერვისების" უფროსმა, შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, სოსო კუჭავას გათავისუფლება სატენდერო შესყიდვას უკავშირდება. ტენდერი თავშეფარში მცხოვრები ძაღლებისთვის წამლების შესყიდვისთვის გამოცხადდა. სავარაუდოდ, საქმეში თავშესაფრის ყოფილი უფროსი ფიგურირებს. არსებული ინფორმაციით, საქმეზე შესწავლაა დაწყებული. 

შესაძლო გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს თავად სოსო კუჭავა. მისი თქმით, ამ ეტაპზე წასვლას არ აპირებს და არც ხელმძღვანელობიდან აქვს მოთხოვა. კუჭავა ასევე არ ადასტურებს ტენდერებთან დაკავშირებულ პრობლემებს.

გავრცელებულ ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ადასტურებენ ქუთაისის მერიაში.

ჩვენი ინფორმაციით, უკვე შეირჩა ახალი ხელმძღვანელი. პოსტს კოტე ჯავახაძე დაიკავებს. ის გასულ წლებში მერიაში გარკვეულ თანამდებობაზე მუშაობდა. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა