|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აბიტურიენტს გამოცდის ჩაბარების პერიოდში ექნება საშუალება პირბადე მოიხსნას - გიორგი გახარია

აბიტურიენტს ექნება საშუალება გამოცდის ჩაბარების პერიოდში პირბადე მოიხსნას - ამის შესახებ გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, იმისათვის რომ აბიტურიენტებმა შეძლონ მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი ცოდნა, საჭირო კომფორტს შეუქმნიან.

"ჩვენ მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს შევუქმნით ჩვენს აბიტურიენტებს, რომ გამოავლინონ თავიანთი  ცოდნა, ეფექტურად და წარმატებით ჩააბარონ ეს გამოცდები, რომ შემდეგ გააგრძელონ განათლების მიღება უმაღლეს სასწავლებლებში. აბიტურიენტი პირბადით უნდა მივიდეს თავის საგამოცდო ცენტრში და მერხთან დაჯდეს.  გამოცდაზე მივლენ პირბადით, მაგრამ გამოცდის ჩაბარების პერიოდში შესაძლებლობა ექნებათ პირბადე მოიხსნან, რადგან იქ დისტანცია იქნება დაცული", - განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით,  ფანჯრები ყველგან უნდა იყოს ღია, იმ შემთხვევაში თუ ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსამდე აიწევს, საგამოცდო ცენტრებში კონდიციონერებს ჩართავენ. 

შეგახსენებთ, აბიტურიენტებმა გამოცდის პერიოდში  პირბადეების მოხსნის მოთხოვნით არაერთი აქცია გამართეს. 

 ეროვნული გამოცდები 6 ივლისს იწყება და 30 ივლისამდე გრძელდება. 

 

ავტორი: ნიუპრესი