|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ადამიანების საკმაოდ დიდი ჯგუფი, რომელიც არათუ თვითონ არ იცრება, არამედ სხვებსაც გონებას ურევს"

ადამიანების საკმაოდ დიდი ჯგუფი, რომელიც არათუ თვითონ არ იცრება, არამედ სხვებსაც გონებას ურევს  - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ  პაატა იმნაძემ განაცხადა. 

მისი თქმით,  ხელისუფლება ანტივაქსერულ განცხადებებს აქტიურ კამპანიას უპირისპირებს.

"პრობლემა იგივეა, რაც იყო. არის ადამიანების საკმაოდ დიდი ჯგუფი, რომელიც არათუ თვითონ არ იცრება, არამედ სხვებსაც გონებას ურევს. სამწუხაროდ, მათ მედიაში თავიანთი ანტივაქსერული პროპაგანდის განხორციელების საშუალება ეძლევათ, რაც პრობლემაა. ამას ვუპირისპირებთ იმას, რომ სოფელ-სოფელ დავდივართ, ხელისუფლებაც სოფელ-სოფელ დადის",-განაცხადა იმნაძემ.

გარდა ამისა, მან ე.წ. შავ პარასკევთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.

"მოქალაქეებს ვურჩევ, იყვნენ აცრილები, ეკეთონ პირბადე და დაიცვან დისტანცია",-განაცხადა იმნაძემ.

ავტორი: ნიუპრესი

ბოლო 5 წლის განმავლობაში რა მიმართულებით შეიცვალა ქვეყანაში ცხოვრების დონე?

გაუმჯობესდა - 19.25%
გაუარესდა - 68.18%
არ შეცვლილა - 12.57%
სულ - 374 ხმა