|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ადევნება" ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დასჯადი ხდება

სისხლის სამართლის კოდექსში ახალი ცნება - ადევნება შემოდის, რომელიც დასჯადი ქმედება ხდება. 

შესაბამისი ცვლილებები შედის „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების“ შესახებ საქართველოს  კანონში, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის ნაწილია.

ადევნება განისაზღვრება როგორც პირადად,  ან მესამე პირის მეშვეობით  პირის, მისი ოჯახის წევრის, ან  სხვა ახლო ნათესავის  არაკანონიერი თვალთვალი;  ასევე არასასურველი კომუნიკაციის დამყარება სატელეფონო, ელექტრონული, ან სხვა  საშუალებით, მუქარა, რაც აიძულებს  პირს, მნიშვნელოვნად შეცვალოს  ცხოვრების წესი. ეს ქმედება ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით  დასჯადი ხდება.  

იუსტიციის სამინისტროს  მიერ შემუშავებული აღნიშნული საკანონმდებლო  ცვლილებებათა პაკეტი 20-მდე კანონს შეეხება.

მთავრობის სხდომაზე დამტკიცებული  საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საბოლოოდ დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა