|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 პირის ვინაობა ცნობილია

 წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით, აფხაზეთიდან ჯამში 101 უგზო-უკვლოდ დაკარგულის გადმოსვენება და იდენტიფიცირება მოხდა.

დევნილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, მიმდინარე წელს, 28 სამარხი გაიხსნა, მოიძიეს 91 ნეშტი, მათ შორის 25 უკვე იდენტიფიცირებულია. იდენტიფიცირებულებს შორის არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახელები, რომლებიც სოხუმში უმაღლესი საბჭოს შენობას იცავდნენ და ჟიული შარტავასთან ერთად იბრძოდნენ. ესენი არიან: საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკი მამია ალასანია, სოხუმის მერი, გმირი, გურამ გაბისკირია, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე არიკი შენგელია, ვახტანგ გეგელაშვილი. 

"მათ შორის არიან ასევე მებრძოლები და ის ადამიანები, რომლებიც სიცოცხლის ბოლო წუთამდე საქართველოს ერთიანობისთვის იბრძოდნენ", - განაცხადა სოზარ სუბარმა. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების და გადმოსვენების პროცესი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. 

"განსაკუთრებით გამადლობა მინდა ვუთხრ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს იმ დახმარებისთვის, რასაც უწევს. ასევე განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა აფხაზურ მხარეს, რომლებიც მართლაც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ პროცესი პოზიტიურად და დინამურად წარიმართოს", - აცხადებს სუბარი.

აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 პირის ვინაობა ცნობილია.  სიას დევნილთა სამინისტრო აქვეყნებს. აფხაზეთიდან თბილისში გადმოსვენებული არიან:

1. გაბესკირია გურამ ნიკოლოზის ძე - მინისტრთა საბჭო/ქ.სოხუმის მერი;

2. ალასანია მამია გიორგის ძე - მინისტრთა საბჭო/სახელმწიფო საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის რეგიონალური კურატორი;

3. შენგელია არშაველი ფილიპეს ძე - მინისტრთა საბჭო/ ჟიული შარტავას მოადგილე და მინისტრთა საბჭოს სამდივნოს წევრი;

4. გეგელაშვილი ვახტანგი ვახტანგის ძე - მინისტრთა საბჭო/მინისტრთა საბჭოს მოადგილე;

5. პაპუაშვილი გივი არჩილის ძე - სოხუმის რკინიგზის სადგური/მებრძოლი;

6. ბერუაშვილი ბადრი - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი (მოადგილე);

7. მაჩაიძე გოჩა იოსების ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი;

8. ფარცვანია ალექსანდრე დავითის ძე - მინისტრთა საბჭო/ აფხაზეთის ვაჭრობის მინისტრის-რაულ ეშბას პირადი დაცვა;

9. თათრიშვილი გოჩა გურამის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი;

10. ლიპარტელიანი გენადი ვალიკოს ძე - მებრძოლი;

11. ჯორბენაძე თეიმურაზი ზურაბის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი;

12. კვინიკაძე მერაბი კარლოს ძე - მინისტრთა საბჭო/პირადი მცველების "იუპიტერის" დანაყოფის განყოფილების უფროსი (ჟიული შარტავას დაცვა);

13. სილაგაძე სერიოჟა პლატონის ძე - სოხუმი/ახალი რაიონი/მებრძოლი;

14. სოფრომაძე ბესიკი მამიას ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი;

15. გოჩიაშვილი დავითი მიხეილის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი;

16. აბსანძე თენგიზი გივის ძე - მინისტრთა საბჭო/ჟიული შარტავას დაცვის წევრი, დანაყოფი "იუპიტერი";

17. ფარცვანია ვახტანგი კონსტანტინეს ძე - მინისტრთა საბჭო/ აფხაზეთის ვაჭრობის მინისტრის-რაულ ეშბას პირადი დაცვა;

18. გიგოლაშვილი ომარი ოთარის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი;

19. ხახიაშვილი ნოდარი ვლადიმერის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი;

20. ჭუჭულაშვილი ნუგზარი როლანდის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი;

21. ნადირაძე შალვა მერაბის ძე - მებრძოლი;

22. მირზაშვილი კობა ნიკოლოზის ძე - მინისტრთა საბჭო/ჟიული შარტავას დაცვა, დანაყოფ "იუპიტერის" წევრი;

23. შარტავა ელგუჯა გივის ძე - მინისტრთა საბჭო/ჟიული შარტავას დაცვა, დანაყოფ "იუპიტერის" წევრი;

24. შალვაშვილი ხვიჩა იოსების ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი

25. მოსიძე მარია ვასილის ასული - მშვიდობიანი მოქალაქე;

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა