წერეთლის უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს
დღეს ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. კონფერენციის თემაა: ,, თანამედროვე განვითარების ეკონომიკური, სამართლებრივი და სოციალური პრობლემები-2015,,
კონფერენცია, რომლის ორგანიზატორი უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაფინანსდა. საერთაშორიშო კონფერენციის გახსნას ქუთაისის მერი შოთა მურღულია, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი თეა ჯუღელი, უნივერსიტეტის ლექტორ მასწავლებლები და უცხოელი სტუმრები დაესწრნენ, რომლებმაც სიტყვით მიმართენ დამსწრე საზოგადოებას.
უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში კონფერენციის მონაწილეებმა სექციების მიხედვით იმუშავებს, ხვალ კი კონფერენციის შეჯამება და საზეიმო დახურვა მოხდება.
ავტორი: ელიტა ჯინჯოლია