|
  • EUR 1 = GEL 3.6321
  • USD 1 = GEL 3.1344
|

მთვრალ მდგომარეობაში ავტომობილის მართვისთვის განსხვავებული სანქციები დაწესდება

ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის განსხვავებული სანქციები დაწესდება და ის მძღოლის სისხლში ეთანოლის შემცველობაზე  იქნება დამოკიდებული.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა პარლამენტის წევრების: ლევან იოსელიანის და ალექსანდრე ელისაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი  „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

პროექტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში:

  • თუ მძღოლის სისხლში ეთანოლის შემცველობა არანაკლებ 0,3 და არაუმეტეს 0,7 პრომილეა, - გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას.
  • თუ მძღოლის სისხლში ეთანოლის შემცველობა 0,7 პრომილეზე მეტია, − გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას.

პროექტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვისას ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება − გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას.

კანონპროექტის თანახმად,  მოპედის მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში - გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით. ნაცვლად 600 ლარისა.

500 ლარით დაჯარიმდება  მოპედის ნძღოლი  ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვის შენთხვევაში.  

ავტორი: ნიუპრესი

ბოლო 5 წლის განმავლობაში რა მიმართულებით შეიცვალა ქვეყანაში ცხოვრების დონე?

გაუმჯობესდა - 19.15%
გაუარესდა - 67.61%
არ შეცვლილა - 13.24%
სულ - 355 ხმა