|
  • EUR 1 = GEL 3.546
  • USD 1 = GEL 3.2413
|

"ამ გზამ, შესაძლოა, ბაღდათს კარგი ეკონომიკური სარგებელი მოუტანოს"

ტურიზმი ბაღდათის მუნიციპალიტეტისთვის ერთ -ერთი მნიშვნელოვანი სფეროა, წელს კი ეს  მიმართულება პირველად მოხვდა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტებში - განაცხადა  ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ გოგსაძემ ტელეკომპანია "მაესტროს"  ეთერში, სადაც მან   მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების პერსპექტივაზე ისაუბრა.

"ტურიზმის განვითარების კუთხით მუნიციპალიტეტი აქტიურად მუშაობს. გამომდინარე იქედან, რომ კურორტი საირმე ბაღდათის ტერიტორიაზეა, აქ არის კურორტი ზეკარი,  რომელიც ამ ეტაპზე არ ფუნქციონირებს. მისი გაცოცხლება შესაძლებელია ქუთაისი-აბასთუმანი-ბენარას  საავტომობილო გზის დახმარებით, რომლის სამუშაოებიც შარშან დაიწყო და უკვე 10 კილომეტრიანი გზის მონაკვეთი სრულად რეაბილიტირებულია.  აქვე არის მიტოვებული სოფლები, რომლის აღორძინებას აღნიშნული გზის ფუნქციონირება ხელს შეუწყობს, ეს გზა ასევე აკავშირებს ორ რეგიონს. იმერეთის და სამცხე ჯავახეთს.  ქუთაისის აეროპორტი მუნიციპალიტეტში კიდევ უფრო გაზრდის ტურისტების რაოდენობას, რაც ბაღდათისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან ჩვენი მუნიციპალიტეტი მოშორებულია ძირითად კვანძებს, როგორიცაა რკინიგზა და ცენტრალური მაგისტრალი. ", -განაცხადა არჩილ გოგსაძემ.

 

ავტორი: ნიუპრესი