|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ამ საქციელისთვის მიიღებთ პასუხს არჩევნებზე და ქუთაისი გეტყვით უარს"- გრიგოლ ვაშაძე

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე ქუთაისში მიმდინარე მოვლენებს ადგილზე გამოეხმაურა. დღეს ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე მოხდარ დაპირისპირებას ხელისუფლების სპექტაკლი უწოდა.

"მოგესალმებით ქართული ცივილიზაციის აკვანიდან, ქუთაისიდან, სადაც ხელისუფლებამ უნიჭო სპექტაკლი დადგა. ესაა ქალაქი, სადაც პრობლემებია, გზებს ვერ აგებენ, რომელიც დაცლილია მოსახლეობისგან. მოყავთ საჯარო მოხელეები და აყვირებენ ჩვენი ოფისის წინ. ყველანაირად ცდილობენ გამოგვიწვიონ, მაგრამ ვერ მოგართვით, გავაგრძელებთ ცივილეზეულად მომზადებას არჩევნებითვის და ამ საქციელისთვის მიიღებთ პასუხს არჩევნებზე და ქუთაისი გეტყვით უარს", -განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა