|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ამათთან ლაპარაკი წყლის ნაყვაა, ამიტომ მივმართავ ბიძინა ივანიშვილს"- წულაიამ მერიასთან ქვასანაყი მიიტანა

ქუთაისის მერიის მიერ ავტომობილების შეძენის გადაწყვეტილებას პარტია "თავისუფალი საქართველო" აქცია-პერფორმანსით გამოეხმაურა. გოგი წულაიამ მერიასან ქვასანაყი მიიტანა და ხელისუფლება წყლის ნაყვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, მერია ავტოპარკის შესანახად და საწვავზე ბიუჯეტიდან ასეულ ათასობით ლარს ხარჯავს და ამის ფონზე დამატებით ჯიპებს ყიდულობს.

"მერიასთან მოვიტანეთ ქვასანაყი, ნიშნად იმისა, რომ ამათთან ლაპარაკი არის წყლის ნაყვა. ამ პერფორმანსით ვეხმაურებით, ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებას, შეიძინონ მაღალი გამავლობის ავტომობილები. ქალაქი და ბიუჯეტი წინაპრების დატოვებული გონიათ და როგორც უნდათ ისე იქცევიან. ასეულ ათასობით ლარს ხარჯავენ ავტომობილების შენახვაში და კიდევ ყიდულობენ ავტომობილებს. ამასთან, საკუთარი ავტომობილი გადასცეს ჭიათურას და ასე ანიავებენ ქუთაისის ქონებას. ეს არის ყველა ხელისუფლების ხედვა ქალაქის განვითარებაზე. ამათთვის მიმართვას აზრი არ აქვს, ამიტომ მივმართავ თავად ბიძინა ივანიშვილს, რა დაგიშავა ქუთაისმა ასეთი, ესენი რომ დაასვი თავზე და ასე უფუნქციო რომ დატოვე? "-განაცხადა გოგი წულაიამ.

მერიაში განმარტავენ, რომ მაღალი გამავლობის ავტომობილის შენახვა ქალაქს ძვირი უჯდებოდა, ამიტომ ათხოვეს ჭიათურის. რაც შეეხება ახალ ავტომიბილებს, აცხადებენ, რომ მერია ბალანსზე არსებულ 11 ავტომობილს აუქციონზე ყიდის, რომელთა სანაცვლოდაც ორ ავტომობილს ყიდულობს, რომლებიც მათი თქმით, არაა მაღალი გამავლობის.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ მერიამ ავტომობილების შესაძენად 62000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა, სადაც მითითებული იყო, რომ მაღალი გამავლობის ავტომობილებს ყიდულობდნენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა