|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ამბროლაურში აქციის შემდეგ მომხდარი ინციდენტის მონაწილე პირების გამოკითხვა მიმდინარეობს

ამბროლაურში გუშინ მომხდარი ინციდენტის მონაწილე პირების გამოკითხვა მიმდინარეობს. პოლიციის განყოფილებაში უკვე იმყოფებოდა "ახალგაზრდა მწვანეების" წევრი ნიკა ღლონტი, ის ასევე გადაიყვანილი იყო ქუთაისში ექსპერტიზის ბიუროში.

ნიკა ღლონტი მომხდართან დაკავშირებით მედიასთან არ საუბრობს და ამბობს, რომ მას არაფერი დაუშავებია. თუმცა მომხდარის დეტალებს იხსენებენ თვითმხილველები. მათი თქმით, სიტყვიერი დაპირისპირება ონში აქციის დროს დაიწყო. აქციაზე პოლიტიკოსების გამოჩენამ ადგილობრივების და აქციის მონაწილეების პროტესტი გამოიწვია, რასაც უცენზურო შეძახილები მოყვა. დაპირიპირება მალე ამოიწურა, თუმცა, როგორც ახალგაზრდა მწვანეების წევრი მარიამ ფახურიძე იხსენებს, ამბროლაურში, მათ მიუახლოვდა ავტომობილი, რომელში მყოფმა პირმაც მათი ლანძღვა დაიწყო, მეორე შეხვედროს შემდეგ კი ავტომობილიდან გადმოვიდა, რასაც ჩხუბი მოყვა.

ბრალდებას არ ეთანხმებიან "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ოთარ სირაძე და მისი ძმა დავით სირაძე. მათი თქმით, ახალგაზრდები მათი მისამართით იგინებოდნენ, რის გამოც მათ შენიშვნა მისცეს და უთხრეს, რომ არ იყო კარგი უცენზურო სიტყვებით საუბარი.

როგორც ოთარ სირაძე იხსენებს, ამის შემდეგ აქტივისტები მის სახლთან მივიდნენ, სადაც მათი მხროდან გაგრძელდა ინციდენტი. ის მისი მხრიდან ფიზიკურ დაპირისპირებას არ ადასტურებს და მომხდარს "ქართულ ოცნებას" უკავშირებს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 239-ე მუხლით დაიწყო.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა