|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ამბულატორიული დაწესებულებები, სადაც აბიტურიენტი შეძლებენ PCR ტესტირების უფასოდ ჩატარებას

 6 ივლისს საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელს დაუფიქსირდება ტემპერატურა, მას თან უნდა ქონდეს ცნობა, რომ არ არის კოვიდინფიცირებული. ცნობა გამოცდამდე 2-3 დღით ადრე შეიძლება იყოს გაცემული, სხვა შემთხვევაში, აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაიშვება.  

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა  იმ სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც აბიტურიენტები შეძლებენ კოვიდ -19 -ზე ტესტირების უფასოდ ჩატარებას. 

იმერეთში ეს კლინიკებია: ქუთაისში, შპს "ქუთაისის N4  შერეული  პოლიკლინიკა" - ნიკეას ქ. №46-ბ; შპს "ქუთაისის დ. ნაზარიშვილის სახ. საოჯახო მედიცინისა და საოჯახო მედიცინის რეგიონალური სასწავლო ცენტრი"-  თამარ მეფის № 5/7; შპს "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი"-  ო. ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულება - ჩხობაძის ქ. №20; სს "ევექსის ჰოსპიტლები" - ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი - ოცხელის ქუჩა ნაკვეთი N2; შპს "ბომონდი" -  ზ. გამსახურდიას გამზ. N163; შპს-ლჯ და კომპანია დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრი - ჩხობაძის ქ. 20; საჩხერეში - სს "საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანება" - ივ. გომართელის ქუჩა N17 შენობა N01.


იმის დასტურად, რომ პირი ნამდვილად მონაწილეობს 2020 წლის გამოცდებში, ამბულატორიულ დაწესებულებაში უნდა წარადგინოს საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა