|
  • EUR 1 = GEL 3.101
  • USD 1 = GEL 2.8631
|

ამერიკა საქართველოში 7 მილიონი დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროექტს იწყებს

ამერიკის შეერთებული შტატები, პარტნიორობის ფარგლებში ახალ 7 მილიონი დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროექტს იწყებს.

როგორც  ვაშინგტონში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლის სამუშაო ჯგუფის შეხვედაზე გახდა ცნობილი,  USAID-ი საქართველოში 7 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კიდევ ერთ მასშტაბურ 5-წლიან პროექტს განახორციელებს.

პროექტი Achieving Student-Centered Education for a New Tomorrow (ASCENT) საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში წიგნიერების, მათემატიკური აზროვნების, პრობლემის გადაწყვეტისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას გულისხმობს, ასევე საუნივერსიტეტო დონეზე ისეთი პროგრამების ხელშეწყობას, რომელიც შემდგომში სკოლებში მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნას უზრუნველყოფს.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო Fulbright-ის პროგრამის გაფართოებას. ამერიკული მხარის ინიციატივით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, „ინგლისური ენის სწავლების ასისტენტი“ (ETA) პროექტი განხორციელდება, რომლის მიზანიც რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ინტერნაციონალიზაციის პროცესის მხარდაჭერაა.

უწყების ინფორმაციით,  შეთანხმებას ხელი გაზაფხულზე მოეწერება და პროექტი სსიპ-განათლების საერთაშორისო  ცენტრთან თანამშრომლობით განხორციელდება.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა აიღონ თუ არა ქუთაისში კიკვიძის ძეგლი?

კი - 43.72%
არა - 45.66%
არ იცი - 10.62%
სულ - 565 ხმა