|
  • EUR 1 = GEL 3.0375
  • USD 1 = GEL 2.4671
|

ამერიკელი სპეციალისტები საქართველოს ექსტრემალური ტურიზმის პოტენციალს სწავლობენ

ექსტრემალური ტურიზმის განვითარების მიზნით, საქართველოში მღვიმეებისა და კანიონების შესწავლა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავცრცელებს. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით დასავლეთ საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატებებიდან წყალქვეშა მღვიმეებში ყვინთვის სპეციალისტიები ეწვივნენ.

ჯგუფის წევრები ერთი კვირის განმავლობაში წყალტუბოს, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში ტურისტულად აუთვისებელ სპელეოლოგიურ რესურსებს გამოიკვლევენ, ადგილობრივ სპეციალისტებს კი ტრენინგს ჩაუტარებენ და სპეციალურ აღჭურვილობას გადასცემენ, რომლითაც ტურისტებს მოემსახურებიან. მიმდინარე ექსპედიციის და საქართველოს ექსტრემალური ტურისტული პოტენციალის შესახებ ჟურნალები: National Geographic, Underwater Speleology და Quest სტატიებს და ბლოგებს მოამზადებენ. 

წყალტუბოში ამერიკელ სპეციალისტებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შეხვდა და მათ სამუშაოებს გაეცნო.

ავტორი: ნიუპრესი