|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ამერიკული ფეხბურთის ქუთაისის გუნდი ჩემპიონატს პროტესტს უცხადებს

ამერიკული ფეხბურთის ქუთაისის გუნდის წევრები ფედერაციისგან დაფინანსებას ითხოვენ. მათ ქუთაისის მერიასთან დღეს აქცია გამართეს.

სპორტსმენების  თქმით, გასულ წელს სპორტის სამინისტროსგან მხოლოდ ერთჯერადი დახმარემა მიიღეს, წელს კი საერთოდ არ მიუღიათ დაფინანსება, რის  გამოც ამერიკული ფეხბურთის ჩემპიონატს პროტესტს უცხადებენ.

"ვითხოვთ დაფინანსებას, რომ შეგვეძლოს ვარჯიში, ჩვენ გარდა იმისა, რომ ვარჯიშობთ, ახალგაზრდებს ჯანსაღი ცხოვრების წესს ვასწავლით. წელს მეორე ჩემპიონატი უნდა ჩატარდეს და არასათანადო დამოკიდებულების გამო უარს ვაცხადებთ ჩემპიონატში მონაწილეობაზე", - განაცხადა ჯემალ ვასაძემ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თანხები არამიზნობრივად იხარჯება და აქცენტი მხოლოდ თბილისის და რუსთავის გუნდებზე კეთდება.

ფეხბურთელებმა დახმარების თხოვნით ქუთაისის მერსაც მიმართეს და დაფინანსება მოითხოვეს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა