|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ამერიკული ფილმისთვის ქუთაისელმა მსახიობმა და მუსიკოსმა კომპოზიცია შექმნა [VIDEO]

ქუთაისელი მუსიკოსის,  მსახიობის და მომღერლის ლელა ლომთაძის ორი კომპოზიცია ამერიკულ ფილმში.  როგორ მოხდა ქართველი ხელოვანის და ამერიკელი რეჟისორის თანამშრომლობა, ამის შესახებ "ნიუპრესს"  ლელა ლომთაძე ესაუბრა.

–ქალბატონო ლელა გვიამბეთ, როგორ მოხდა თქვენი და ამერიკელი რეჟისორის ჯენე რობინსონის თანამშრომლობა? 

–ყველაფერი სრულიად შემთხვევით მოხდა, მე და ჯენემ ერთმანეთი სოციალური ქსელის მეშვეობით გავიცანით, მან იცოდა, რომ ხელოვანი ვიყავი და მქონდა ჩემი კომპოზიციები. შემომთავაზა ფილმისთვის, "Spies, Incorporated: Night at the Lorenzo" ჩემი ნამუშევრებიდან რაიმე "საუნდტრეკი" შემერჩია. მეც მოვძევბნე რამდენიმე კომპოზიცია და გადავუგზავნე. მითხრა, რომ ფილმისთვის სხვა თემატიკა სჭირდებოდა, ენერგიული, დასამახსოვრებელი და ინტრიგნული. იმ წუთიდან დავიწყე ფიქრი, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა. ვიმუშავე და შევქმენი  ორი კომპოზიცია, "Spies" და  " Broken", რომლებიც რეჟისორს მოეწონა. აი, ასე მოხდა  ყველაფერი.

– რა თემატიკაზეა ფილმია ?

–ფილმი დეტექტიური ჟანრისაა. შინაარსიდან გამომდინარე სპეციფიკური კომპოზიცია სჭირდებოდა. რადგან იყო შინაარსი, ტვინმაც ფიქრი დაიწყო. სამზარეულოში ვიყავი, რა დროსაც რაღაც გამიტყდა და აქედან წამოვიდა პირველი იდეა "Broken"– მსხვრევა.

– რთული იყო, თუ არა საუნდრეკზე მუშაობა? 

– მუშაობა საინტერესო და სახალისო იყო, რა თქმა უნდა, რთულიც. ტექსტი ინგლისურად უნდა ყოფილიყო, ამიტომ ცოტა გამიჭირდა. ბოლოს შევთანხმდით, რომ ტექსტს რეჟისორი ჯენე დაწერდა და ასეც მოხდა. მუსიკა და შესრულება არის ჩემი. აპრილში დავიწყეთ მუშაობა, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა ფილმის გადაღებები. მუსიკა სტუდია "Georgia record"-ში შოთიკო ციბაძის და ნატო ჩაკვეტაძის დახმარებით ჩავწერე.

–როდის შედგება ფილმის პრემიერა და აპირებთ თუ არა გამგზავრებას?

–ფილმის პრემიერა 30 სექტემბერს ამერიკაში გაიმართება. სამწუხაროდ,  ვერ ვახერხებ ჩასვლას, რადგან საელჩომ ვიზა არ ჩამირტყა, თუმცა ვამზადებ ვიდეო–რგოლს, სადაც საქართველოს შესახებ ვისაუბრებ, გავაცნობ ჩემს ქვეყანას ამერიკელებს, ასევე  ნაჩვენები იქნება, როგორ შევქმენი ეს კომმპოზიციები, ვინ მეხმარებოდა და ასე შემდეგ...  ოქტომბრის თვეში ფილმის პრემიერა და ჩემი კომპოზიციების პრეზენტაცია ქუთაისში ბარ–რესტორანში „პაულო“ გაიმართება.  

– გაქვთ თუ არა ახალი შემოთავაზებები?

–  ფილმის  "სტაფი" დაინტერესდა ჩემი კომპოზიციებით, დემო ვერსია გადავაგზავნე,  დანარჩენი ყველაფერი თვითონ გააკეთეს.  ჯერჯერობით, დაზუსტებით არ ვიცი, ძალიან კარგი იქნება, თუ შედგება თანამშრომლობა სხვა ფილმეზეც. 

  – თქვენ ხართ მსახიობი და მევიოლინე, როდის მოვიდა მუსიკის შექმნის სურვილი და  რომელ ამპლუაში გრძნობთ თავს უფრო კომფორტულად?

–ხელოვანი ადამიანი ყველა ამპლუაში თავს კომფორტულად გრძნობს, –  ეს სინთეზურია. სცენაზე თამაში, მუსიკის შექმნა, სიმღერა – ჩემს წარსულშიც არსებობდა. მყავდა ჯგუფები, მქონდა უამრავი ექსპერიმენტი და ეს სფერო ძალიან ახლოს არის ჩემთან.  უჩვეულო არ არის, უბრალოდ პირველი პროექტია, რომ ფილმისთვის დავწერე სიმღერები. 

 

 

 
 
 
 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა