|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ამერიკულმა ორგანიზაციამ მოხუცებისათვის საქველმოქმედო ღონისძიება გამართა

ამერიკულმა ორგანიზაციამ ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონში საქველმოქმედო ღონისძიება მოაწყო.

  ორგანიზაციამ წყალწითელას პანსიონატს მოხუცებისათვის საჭირო ნივთები და საჩუქრები გადასცა, ამასთან პანსიონატის ბენეფიციარებისათვის კონცერტი გამართა.   

ღონისძიების ორგანიზება ამერიკული კომპანიის Daffodil home care დაფინანსებით და ინიციატივით შედგა. კომპანიის დამფუძნებელი ქართველი ემიგრანტი ლელა ვაშაკიძეა.

ქუთაისში აღნიშნულ კომპანიას მუსიკოსები ზაზა კილასონია და ერეკლე დიდია წარმოადგენენ. მათი განცხადებით, ორგანიზაცია საქველმოქმედო ღონისძიებებს  მომავაშიც გააგრძელებს.

„მოხუცებს საჭირო ნივთები და ტკბილეული გადავეცით, ამასთან კონცერტიც გავმართეთ, რომელშიც მონაწილეობა ჩვენთან ერთად მოხუცებმაც მიიღეს, ჩვენ  მუსიკალური კომპოზიციები შევასრულეთ, მათ კი თავიანთი ლექსები წაიკითხეს, საერთო ჯამში, სასიამოვნო საღამო გამოგვივიდა", -განაცხადა ზაზა კილასონიამ.

კონცერტში  მეორე სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა კომპოზიტორ ერაკლე დიდიას საგუნდო სიმღერები შეასრულეს, ზაზა კილასონიამ კი თავისი მუსიკალური  კომპოზიცია შეასრულა. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა