|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ანა კორძაია სამადაშვილი ქუთაისში საჯარო ლექციას გამართავს

ანა კორძაია სამადაშვილი ქუთაისში  საჯარო ლექციას გამართავს  თემაზე:  იოზეფ როთი: „სადაც ცუდად ვარ, იქ ჩემი სამშობლოა“.

ლექცია  19 ნოემბერს, 14:00 საათზე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტის დარბაზში, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის სტუდენტური პროექტი „ლიტოდისეა“ ფარგლებში გაიმართება.

„ლიტოდისეა“ საქართველოს რეგიონებში გერმანული ლიტერატურის შესახებ საჯარო ლექციების ციკლს წარმოადგენს.

გერმანელი ავტორებისა და გერმანულენოვანი ლიტერატურის შესახებ ლექსციებს  მწერალი და მთარგმნელი ანა კორძაია-სამადაშვილი მართავს.

აღნიშნული საჯარო ლექციათა ციკლი „ლიტოდისეის“ კონკურსის, „იმოგზაურე, რომ მოჰყვე“, ფარგლებში იმართება.

 

კონკურსის მიზანია რეგიონებში კულტურული პრობლემების წარმოჩენა, ლიტერატურის პოპულარიზაცია და ნიჭიერი შემოქმედებითი ახალგაზრდების ხელშეწყობა.

„იმოგზაურე, რომ მოჰყვე“ საჯარო ლექციების ორგანიზებასთან ერთად მხატვრული წერის კონკურსიცაა, რომლის ფარგლებში შერჩეული მონაწილეები საქართველოს 7 რეგიონში მოგზაურობენ, მხატვრულად აღწერენ მათი პერსპექტივით დანახულ ქალაქებს, 2019 წელს კი „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ მათ ჩანაწერებს წიგნად გამოსცემს.

კონკურსის მხარდამჭერია გოეთეს ინსტიტუტი.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა