|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ანაკლიის პორტის მშენებლობა წლის ბოლომდე დაიწყება

ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება იწყება, - საქართველოს მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის გასაფორმებელი საინვესტიციო ხელშეკრულებას, მინისტრთა კაბინეტი დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს, რის შემდეგაც, დოკუმენტს ხელი მოეწერება.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, სამუშაოები წლის ბოლომდე დაიწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ სამ წელიწადში, შესაძლებელი იქნება პირველი კომპონენტის დასრულება და პორტი ფუნქციონირებას დაიწყებს.

გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, პირველი კომპონენტის მიხედვით, ქვეყნის გამტარუნარიანობა, კონტეინერების ნაწილში, თითქმის ორმაგდება.

„პროექტს ბევრი ფაზა აქვს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ სამ წელიწადში პორტი ფუნქციონირებას დაიწყებსდა, რა თქმა უნდა, ათასობით ადამიანს დაასაქმებს, როგორც უშუალოდ, ასევე ირიბად. ინვესტორის მხრიდან ჩადებულია ვალდებულება, შექმნას ტრენინგ-ცენტრი ადგილობრივი მოსახლეობის მოსამზადებლად, რომელიც შემდგომში პორტში დასაქმდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. კერძო ინვესტორის მხრიდან გათვალისწინებულია მთელი ინფრასტრუქტურის შექმნა, მათ შორის - ამბულატორია, საბავშვ ობაღი,  ბიზნესცენტრი დ ასპორტული მოედნები. ვფიქრობთ, ეს პროექტი, რომელიც სივრცითი მოწყობის პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, მთლიანად შეცვლის ქვეყნის როგორც სატრანზიტო პოტენციალს, ასევე ეკონომიკურ ლანდშაფტს საქართველოში. ჩვენ ძალიან დიდ იმედს ვამყარებთ ამ პროექტზე. მარტო პირველ ფაზაში 586 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება არის გათვალისწინებული და, უკვე შეგვიძლია, ნამდვილად ვთქვათ, რომ ეს პროექტი იწყება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითხზე მუშაობა ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და, ამ პროცესში, დიდი სამუშაო შეასრულა ეკონომიკის სამინისტრომ, ხოლო უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობაში ჩართული იყო ყველა უწყება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა