|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ანატოლი ბოისა -"ქუთაისთან დიდი სიყვარული მაკავშირებს"

პროფესიონალი კალათბურთელი ანატოლი ბოისა უკვე მესამე წელია ქუთაისის გუნდის ღირსებას იცავს,   33 წლის კალათბურთელი, მანამდე   თავდაცვის სამინისტროს გუნდში  "არმიათამაშობდა. ანატოლი ბოისასათვის ქუთაისი მშობლიური ქალაქი არ არის, თუმცა, ამბობს, რომ ამ ქალაქთან უკვე დიდი სიყვარული აკავშირებს.   

"ქუთაისი 2010" გუნდის წევრს "ნიუპრესი" ესაუბრა. 

- გვიამბეთ თქვენს შესახებ... 

დავიბადე, რუსთავში, ამავე ქალაქში დავამთავრე #3 საშუალო სკოლა. ცუდი მოსწავლე არ ვიყავი, ყოველთვის ვცდილობდი, რომ კარგად წარმომეჩინა თავი გაკვეთილზე.  

როდის დაინტერესდით სპორტის ამ სახეობით?  

– ბავშვობიდან ვთამაშობ, თავდაპირველად კალათბურთის თამაში ჩემმა ძმამ დაიწყო და მერე მშობლებმა მეც მიმიყვანეს.                                                   

კალათბურთი რომ არა, რა პროფესიას აირჩევდით?  

-რომ არა კალათბურთი, ძალიან რთულია ახლა ვთქვა, რითი ვიქნებოდი დაკავებული. 

–რას იტყვით თქვენი ოჯახის შესახებ? რა როლი ითამაშა ოჯახის  შექმნამ თქვენს კარიერაზე?                                                                              

 მყავს სუპერ მეუღლე, თეა ჩიხრაძე და საოცარი ბავშვი, დათა. ჯერჯერობით ერთი შვილი გვყავს. თავდაპირველად მეუღლემ დადებითად შეცვალა ჩემი სამყარო და დათამ უფრო გააფერადა. 

ძალიან ბევრ გუნდში იყავით, რომელია თქვენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი  გამარჯვება, რომელმაც დიდი სიხარული მოგანიჭათ?   

 - ჩემს ცხოვრებაში ბევრი წარმატებული თამაში იყო, საბედნიეროდ. იმედი მაქვს, კიდევ ბევრი იქნება. პირველი ჩემპიონობა ბათუმის გუნდ "BASCO"-ში იყო, რომელმაც დიდი სიხარული მომანიჭა.

რა არის მთავარი წარმატებისთვის?   

-წარამატებისთვის  მთავარია რწმენა და თავდაუზოგავი შრომაა!   

-როგორ მოხვდი ქუთაისის გუნდში და რა გაკავშირებთ ქუთაისთან ?    

 - როცა თავდაცვის სამინისტროს გუნდი "არმია"  დაიშალა,  უგუნდოთ დავრჩი. დამიკავშირდა "ქუთაისი 2010"-ის იმ დროინდელი პრეზიდენტი   სოსო გაბრიჭიძე და შემომთავაზა ქუთაისში გადმოსვლა, რაზეც დიდი  სიამოვნებით დავთანმხდი, დღემდე ამ გუნდის ღირსებას ვიცავ.  ქუთაისთან უკვე  დიდი სიყვარული მაკავშირებს.    

-რა სიხშირით ვარჯიშობთ და როგორი გრაფიკი გაქვთ?  

- დღეში 2ჯერ ვვარჯიშობთ.. საკმაოდ დატვირთული გრაფიკი გვაქვს განსაკუთრებით სეზონის ამ ეტაპზე.

 –როგორ ემზადებით სუპერ ლიგის  ფინალისთვისროგორ შეაფასებდით მეტოქეს?

                                                                                                                                                           

 -თამაშებისთვის  სრულიად მობილიზირებულები ვართ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მივაღწიოთ დასახულ მიზანს.

 - რა იქნება თქვენი გუნდის მიზანი მიმდინარე სეზონში?

 - რა თქმა უნდა,  ჩვენი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ჩემპიონობაა. კიდევ ერთხელ უნდა დავუმტკიცოთ ყველას, რომ "ქუთაისი 2010"  არის საუკეთესო გუნდი.   

- და ბოლოს, რა რეკომენდაციებს მისცემთ დამწყებ კალათბურთელებს?

- ყველა დამწყებ კალათბურთელს ვურჩევ, რომ რაც შეიძლება ყურადღებით მოუსმინონ მასწავლებელს, როგორც დარბაზში, ასევე საკლასო ოთახში, ბევრი იშრომონ და აუცილებლად მიაღწევენ წარმატებას!

                                                                       

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა