|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ანსამბლმა „რუსთავმა“ N15 პენიტენციურ დაწესებულებაში სოლო კონცერტი გამართა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო წინასაახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში ღონისძიებებს მართავს, რომლის ფარგლებშიც  N15 პენიტენციურ დაწესებულებაში ანსამბლ „რუსთავის“ სოლო კონცერტი გაიმართა. დამდეგი შობა-ახალი წელი ანსამბლთან ერთად მსჯავრდებულებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ ზვიად მიხანაშვილმა მიულოცა.  

მსჯავრდებულებისთვის გამართულ საღამოზე ანსამბლმა წარმოადგინა, როგორც ქართული ხალხური მუსიკალური ნომრები, ასევე ნაციონალური ცეკვებიც.

ზვიად მიხანაშვილმა ანსამბლ „რუსთავს“  უწყების მიერ დაგეგმილ წინასაახალწლო ღონისძიებებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. მსჯავრდებულებს კი ოჯახებთან მალე დაბრუნება უსურვა. „ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ბევრ პენიტენციურ დაწესებულებაში არაერთი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებაში,  ანსამბლმა რუსთავმა ნამდვილად შესანიშნავი ზეიმი მოაწყო. მინდა მათ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო.  ყველა იმ ადამიანს, რომელიც აქ დროებით იმყოფება ვულოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს. ახლოვდება 2018 წელი, მათ მალე გათავისუფლებას და ოჯახებთან დაბრუნებას ვუსურვებ,“- განაცხადა მიხანაშვილმა.

ანსამბლ „რუსთავის“ მთავარმა ქორეოგრაფმა ფრიდონ სულაბერიძემ მსჯავრდებულებს წარმატება და მალე გათავისუფლება უსურვა. „ ყველა ახალგაზრდა, რომელსაც ვესაუბრე, ამბობს, რომ სამინისტრო, დაწესებულების ხელმძღვანელობა  მათ კარგად ეპყრობა. ეს ბიჭები ჩვენი საზოგადოების ნაწილები არიან. შეცდნენ და მოხვდნენ აქ. მინდა მათ მალე გათავისუფლება ვუსურვო,“-განაცხადა ფრიდონ სულაბერიძემ.

„რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელის ანზორ ერქომაიშვილის განცხადებით, ანსამბლის წევრებმა  სიამოვნებით მიიღეს სამინისტროს მიწვევა კონცერტი გაემართათ N15 პენიტენციურ დაწესებულებაში.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა