|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"აქცენტი დამსახურების მიხედვით უნდა გაკეთებულიყო"-თეიმურაზ ნადირაძე

ქუთაისის საკრებულოს მეხუთე მოწვევის წევრი, თეიმურაზ ნადირაძე მიიჩნევს, რომ ახალი საკრებულოს შემადგენლობაში ის ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ, რომლებმაც პარტიის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანეს.

„პარტიის იმ წევრებს, რომლებიც მის ჩამოყალიბებაში იყვნენ ჩართულები, დიდი ღვაწლი აქვთ და ცხოვრების რისკის ფასად მოღვაწეობდნენ ისინი ამ პერიოდში, უფრო უნდა ყოფილიყვნენ წარმოდგენილი საკრებულოს ახალ შემადგენლობაში.  პარტიის მიმართ დამსახურების მიხედვით უფრო მეტი აქცენტი უნდა იყოს გაკეთებული, თორემ მე პიროვნულად საწინააღმდეგო არავისთან მაქვს და ყველას წარმატებას ვუსურვებ“, - განაცხადა ნადირაძემ. 

შეგახსენებთ, რომ მეექვსე მოწვევის საკრებულო მუშაობას 20 ნოემბრიდან შეუდგება. "ქართულ ოცნებას" 19 წევრი ყავს. 

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა