არ აღიარებს თავის დანაშაულს, არც ნანობს და კიდევ აქეთ ხულიგნობს - მეუფე იოანე სააკაშვილზე
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე არ აპირებს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების პეტიციას ხელი მოაწეროს.
როგორც მან ჟურნალისტებს განაცხადა, სააკაშვილი დამნაშავეა, რომელიც არ აღიარებს თავის დანაშაულს, არც ნანობს და კიდევ აქეთ ხულიგნობს.
„რა მოტივი აქვთ, რატომ აწერენ ხელს, ეს მათი საქმეა. სუბიექტური პოზიციაა ქვეყნის ინტერესები. თუ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს, მაშინ ქვეყანა აღარ არის. 2005, 2006, 2007, 2008 წლებში არ გაგიჩნდათ კითხვა, არსებობს თუ არა სამართლიანი სასამართლო? 100 -ათასიანი მიტინგები რომ დაარბიეს, ეგ არ გახსოვთ ხომ? მაშინ ხმა არავის ამოუღია, როცა ბიზნესს არეკეტებდნენ, მკვლელობები ხდებოდა... ახლა გაგიჩნდათ კითხვები? როცა დამნაშავე არ აღიარებს თავის დანაშაულს, არც ნანობს და კიდევ აქეთ ხულიგნობს, შერიგება არ ხდება“, - განაცხადა მეუფე იოანემ" , - თქვა მიტროპოლიტმა იოანემ.
ავტორი: ნიუპრესი