"არ გვაქვს გზა, სკოლა, წყალი, დაზიანებულია ხიდები და არ არის საძოვრები" - მაღლაკის მოსახლეობამ აქცია გამართა
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივების პროტესტი სოფელში არსებულმა პრობლემებმა გამოიწვია. მათი თქმით, სოფელში არ არის გზა, სკოლა, წყალი, დაზიანებულია ხიდები და არ არის საძოვრები.
მოსახლეობა აცხადებს, რომ მათ არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას, თუმცა უშედეგოდ. ადგილობრივები მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქციების მერიასთან გამართვას აანონსებენ.
"წლებია ამ მდგომარეობაში ვართ, არ არის გზა, ტრანსპორტი და სასწრაფო ვერ მოდის, დაზიანებულია ხიდები, არ არის სკოლა და ბაღი, არ გვაქვს წყალი და ამასთან, საძოვრების გარეშეც დავრჩით. მოვითხოვთ, მოგვაქციო ყურადღება. წარმოუდგენელია, სოფელში გზის და წყლის გარეშე ცხოვრება, ამ პრობლემების გამო სოფელი დაიცალა. თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პროტესტი გაგრძელდება"-აცხადებენ ადგილობრივები.
მათი თქმით, პანდემიის დროს შემოსავლის გარეშე დარჩენ და დახმარებაც არ მიუღიათ. მოსახლეობის პროტესტს "ნაციონალური მოძრაობა" შეუერთდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა