|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"არ შეიძლება შულერების მაგიდას მიუჯდე კარტის სათამაშოდ"

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვანი-ხონის არჩევნების შედეგებს ეხმიანება.

"მე გამახარებდა გიგი უგულავას ვანი-ხონის არჩევნებში გამარჯვება, მაგრამ ამის 1% შანსიც კი არ არსებობდა. არ შეიძლება შულერების მაგიდას მიუჯდე კარტის სათამაშოდ. ჩვენ მთავარ შულერს ეს მაგიდა უნდა ავუყირავოთ!

სწორი ის იქნება, გიგიც და მისი თანაპარტიელებიც თუ შემოგვიერთდებიან შულერების ხელისუფლებიდან განდევნაში" - წერს სააკაშვილი. 

ვანისა და ხონის 60-ვე უბნის წინასწარი მონაცემები ცნობილია. არჩევნებში ხმების უმრავლესობა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ მოიპოვა, მას ხმების 57.86% აქვს, გიგი უგულავამ კი 38,38% მოიპოვა. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა