"არ ვაპირებთ ხმები ისევე დავთმოთ, როგორც 2016 წლის არჩევნებზე"
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის მერობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, თუ არჩევნები პატიოსნად ჩატარდება, "ნაციონალური მოძრაობა" მშრალი ანგარიშით გაიმარჯვებს.
"თუ არჩევნები პატიოსნად ჩატარდება, ნაციონალური მოძრაობა "მშრალი ანგარიშით" გაიმარჯვებს, თუ არა და იმავე შედეგს მიიღებს, რაც იყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. ჩვენ არ ვაპირებთ ხმები ისევე დავთმოთ, როგორც 2016 წლის არჩევნებზე"-განაცხადა მან.
ვაშაძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობიდან "ევროპული საქართველოს" გამოყოფა არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.
"სიტყვა - გაყოფას რომ იყენებენ, ეს არასწორი ტერმინია, არავითარი გაყოფა არ მომხდარა, პარტიიდან წავიდა 2 პროცენტი, უმეტესობა პარტიული ბიუროკრატიიდან და ეს ძალიან კარგი იყო პარტიისთვის, რადგან დახურული, ჩაკეტილი კლუბიდან "ნაციონალური მოძრაობა" გახდა გახსნილი, დემოკრატიული პარტია", - განაცხადა ვაშაძემ "ნიუპრესთან" საუბარში.
ავტორი: ირინა მაკარიძე