|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არა ჰესების კასკადს - ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ ნამოხვანში მოსახლეობის აქცია გაიმართა

"არა ჰესების კასკადს", - "დიდი ჰესები უნდა აიკრძალოს", "არ დამიტბორო" - ამგვარი შინაარსის მოთხოვნებით ნამოხვანში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ მოსახლეობის აქცია გაიმართა.

აქციის ორგანიზატორია ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ შექმნილი მოძრაობა  - "როინის ხეობის გადარჩენისათვის".   მათი თქმით, არ სურთ ხეობიდან გადასახლება, წინაპართა საფლავების დატბორვა და რიონის ხეობის განადგურება.

"ჩვენი მოთხოვნა იგივეა, რაც წლების მანძილზე გვქონდა.   იმ მტკივნეულ საკითხებზე, რასაც მოსახლეობა აყენებს, არ მიგვიღია პასუხი, ისე დაიწყო ჰესის მშენებლობა",  - აცხადებს ადგილობრივი მალხაზ მურუსიძე.

 აქციას შეუერთდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წევრები.   თუმცა ორგანიზატორების მოთხოვნით,  პოლიტიკოსები აქციაზე სიტყვით არ გამოსულან. 

 ცნობისთვის,  რიონზე ჰესების კასკადს კომპანია "ენკა რინიუებლიზი" აშენებს. ორსაფეხურიანი შესების კასკადის - ტვიში ჰესი 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და ნამახვან-ჟონეთი ჰესი 333 მგვტ სიმძლავრის მშენებლობას და ექსპლუატაციაში გაშვებას გეგმავს.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე