|
  • EUR 1 = GEL 3.4655
  • USD 1 = GEL 3.06
|

არაბეთში მიმდინარე გრან სლემზე საქართველომ მორიგი მედალი მოიპოვა

 არაბეთში მიმდინარე  გრან სლემზე საქართველოს მორიგი მედალი ლაშა შავდათუაშვილმა  მოუტანა. 73 კგ წონით კატეგორიაში მან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ჩინელი მეტოქე დაამარცხა.

 ლაშა ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთო და ზედიზედ ორი შეხვედრა მოიგო,  შესაბამისად, მეოთხედფინალში გავიდა, სადაც კორეელ მეტოქესთან ( შემდგომში ოქროს მედლის მფლობელი)  დამატებით დროში გაფრთხილებით დამარცხდა.  რეპეშაჟში ქართველმა ძიუდოისტმა ესპანელს სძლია და ბრინჯაოს მედლისთვის ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

საქართველოსთვის ლაშას მიერ მოპოვებული მედალი აბუ დაბის გრან სლამზე მეორეა. 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი