|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"არაფერი დაფიქსირებულა, რაც არჩევნების შედეგებს ხელს შეუშლის"

"ქართული ოცნების" წევრი დავით მათიკაშვილი საარჩევნო პროცესს ვანში აკვირდება. ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არიან ქართული ოცნების" მხარდამჭერები სიებით უბნებზე, პასუხობს, რომ მას ასეთი ინფორმაცია არ აქვს,  თუმცა აღნიშნავს, რომ, ყველაფერი ის, რაც არ არის კანონდარღვევა, არის საარჩევნო პროცესი და რაც აკრძალულია, ის საარჩევნო კანონმდებლობით საჩივრდება.

მისი თქმით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და ჯერ არაფერი დაფიქსირებულა ისეთი, რაც არჩევნების შედეგებს კითხზვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.

 "ამომრჩევლის აქტივობა მაღალია და არაფერი დაფიქსირებულა, რაც შედეგებს ხელს შეუშლის. ვუსურვებ, ასე გაგრძელდეს და ასეც იქნება. ვფიქრობ, გივი ჭიჭინაძეს კონკურენტი არ ყავს, რადგან ის არის კარგი პიროვნება და ყველა იცნობს, მეორე, მხარში უდგას "ქართული ოცნება" და ყველაფერი იქნება ისე, როგორც საზოგადოება გადაწყვეტს და ვფიქრობ, საზოგადოება აუცილებლად სწორ არჩევანს გააკეთებს"- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

 ცესკოს ინფორმაციით,  ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში მოსახლეობის აქტივობა 12:00 საათის მონაცემებით, 24,33%-ს შეადგენს. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა