|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„არც ერთი ვაქცინა არ არის გაფუჭებული - ეკატერინე ტიკარაძე

„არც ერთი ვაქცინა არ არის გაფუჭებული. დაახლოებით 200 ათასი ვაქცინას ნოემბრის ბოლომდე აქვს ვადა“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ფაიზერის“ ვაქცინებს FDA-მ  ვაქცინაციის ვადა 3 თვით გაუხანგრძლივა.

„არც ერთი ვაქცინა არ არის გაფუჭებული. ვაქცინების გარკვეულ რაოდენობას ნოემბრის ბოლომდე აქვს ვადა, ეს არის დაახლოებით 200 ათასი ვაქცინა, რომლის ათვისების გარანტი ჩვენ რეალურად გვაქვს. ამასთან დაკავშირებით, ასევე მნიშვნელოვანია გავრცელებული ინფორმაცია, სადაც FDA აღნიშნავს, რომ „ფაიზერის“ ვაქცინებს კიდევ დამატებით გაუხანგრძლივდათ ვაქცინაციის ვადა 3 თვით, მათი ვარგისიანობა 6 თვიდან გაზრდილია 9 თვემდე. აქედან გამომდინარე, ეს რისკი არც არსებობდა. დღეის მდგომარეობით სრულად არის მოხსნილი“, - აღნიშნავს ეკატერინე ტიკარაძე.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა