|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არჩილ გოგსაძე ფერსათის თემის ამომრჩეველს შეხვდა (R)

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს ბაღდათის მუნიციპალიტეტის  მერობის კანდიდატი, არჩილ გოგსაძე, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ფერსათის თემის წარმომადგენლებს  შეხვდა.

მერობის კანდიდატმა ადგილობრივებისგან სოფელში არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. მოსახლეობის ძირითადი პრობლემები ინფრასტრუქტურულ საკითხებს -  გზებისა და წყლის სისტემის მოწესრიგებას უკავშირდება.

შეხვედრაზე სოციალურ პრობლემებზეც ისაუბრეს. არჩილ გოგსაძემ მოსახლეობას, გამარჯვების შემთხევაში, აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში დახმარებას დაპირდა.

ავტორი: ნიუპრესი