|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაღდათის მერობის კანდიდატი არჩილ გოგსაძე ნაცზონდერი იყო?

მოძრაობის "ეროვნულები" ლიდერის სანდრო ბრეგაძის განცხადებით, ბაღდათის მერობის კანდიდატი არჩილ გოგსაძე ნაცზონდერია.

"ოცნების ბაღდათის მერობის კანდიდატი არის ცნობილი ნაცზონდერი, რომელიც დაჭერით, რომელიც 2012 წლის საპარლამენტი არჩევნების დროს ჩემს მამიდაშვილს "ოცნების" აქტივისტობის გამო დასაჭერად დასდევდა", -აცხადებს სანდრო ბრეგაძე ამის შესახებ მაინ თავის ფეისბუკ გვერდზე დაწერა. პოსტი რომ ნამდვილად მისი დაწერილია სანდრო ბრეგაძემ ნიუპრესთან საუბარში დაადასტურა. მან იგივე აღნიშნა, მის მამიდაშვილს - ვალერი დუმბაძეს ბაღდათში დასაჭერად ემუქრებოდა.

"ქართულმა ოცნებამ" თავისი შემადგენლობა ნაციონალებითა და ყოფილი ზონდერებით გაავსო. ბაღდათის მერობის კანდიდატს ერთი დღეს არ უბრძოლოია ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ, პირიქით, ის იყო ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი და აშინებდა ხალხს, რათა 2012 წლის არჩევნებში ქართული ოცნებისთვის არ მიეცათ ხმა"-აღნიშნა ბრეგაძემ.

ბაღდათის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი და ქართული ოცნების მერობის კანდიდატი წამოყენებულ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. მისი თქმით, ის 2012 წლის მაისიდან წამოვიდა სამსახურიდან.

"არასდროს კავშირი არ მქონია "ნაციონალურ მოძრაობასთან", ჩემი ზონდერობა არავის გაუგია ჯერ. გამორიცხულია, რომ მე ვინმეს წინაშე რაიმე მქონდეს გაკეთებული, რომელიც წინ დამხვდება. მოვიდეს სანდრო ბრეგაძე და მითხრას, 2012 წელს მე ვის დავდევდი, ამ დროს მე ვიყავი თბილისში და არა ბაღდათში. 2012 წლის მაისში წამოვედი სამსახურიდან იმის გამო, რომ მხარს ვუჭერდი "ქართული ოცნებას". ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი იყო, რომლებიც ოცნების სიით გადიოდნენ და მათ ვუჭერდი მხარს. შეიძლება მან ყური მოკრა, რომ მე ყოფილი რაგბისტი ვიყავი და ამას მიაბა, რომ შეიძლება ზონდერი ვყოფილიყავი, რაც აბსოლუტური აბსურდია", -განაცხადა არჩილ გოგსაძემ. 

 

ბაღდათის მერობის კანდიდატი არჩილ გოგსაძე დაბადებულია თბილისში. 1989-1994 წლებში თამაშობდა რაგბის კლუბ „თბი­ლისში“, დღემდე ამ კლუბის ერთ-ერთი დამფუძ­ნებელი და ვიცე-პრეზიდენტია, 1993-1995 წლებში მუშაობდა საქართველოს კონტ­როლის პალატაში; 1996-1998 წლებში იყო „კულტურული მემკვიდრეობის ინიციატიავის“ ფინანსური ფონდების მოძიების სპეციალისტი; 1998-2012 წლებში მუშაობდა „საქართველოს კულ­ტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდში“ სხვა­დასხვა თანამდებობაზე: იყო ფონდის ფინანსური მენეჯერი, დირექტორის მოადგილე, აღმასრულებელი დირექტორი; 2013-2015 წლებში ეკავა თელავის „ღვინის პარკის“ დირექტორის თანამდებობა; 2016 წლის ნოემბრამდე იყო შპს „აგუნას“ დირექტორი; 2016 წლიდან ბოლო დრომდე ასრულებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობას. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა